რუსული ინტერნეტკომპანიები უკრაინის ხელისუფლებას პასუხობენ

რუსული სოციალური ქსელები “ВКонтакте”, Yandex და Mail.ru Group უკრაინის სანქციების საპასუხოდ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

რუსული სოციალური ქსელების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და სანქციების გაფართოება, პირველ რიგში, მათ მომხმარებელ უკრაინის მოქალაქეებს დააზარალებს.
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსული სოციალური ქსელები, როგორიცაა „ВКонтакте“ და „Одноклассники“, ასევე ინტერნეტჰოლდინგ Mail.ru Group-ის საინფორმაციო პორტალი Yandex დაიბლოკა. ამავდროულად, ქვეყნის მასშტაბით ასევე შეიზღუდება რუსული ტელეკომპანიების მაუწყებლობა, მათ შორისაა “ТНТ” და „НТВ Plus“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები