მსოფლიოს ყველაზე დანაგვიანებული კუნძული დასახელდა
დიდი ბრიტანეთის სამეფოში შემავალ კუნძულ ჰენდერსონს, მეცნიერების შეფასებით, „მსოფლიოს სანაგვე“ შეიძლება ეწოდოს. ავსტრალიელი და ბრიტანელი სპეციალისტების განცხადებით, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულზე, პლასტიკური ნარჩენების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
როგორც “BBC” იუწყება, კუნძულ ჰენდერსონზე დაახლოებით 37,7 მილიონი სხვადასხვა სახის ნაგავია – თევზსაჭერი ბადეები, პლასტმასები, კბილის ჯაგრისები, საპარსები და სხვა. მეცნიერების განმარტებით, კუნძული ოკეანური შესართავის ცენტრში მდებარეობს და ნაგავს ახლოს მცურავი სამხრეთამერიკული გემები ტოვებენ, სანაპიროზე ნარჩენების მოგროვებას კი ტალღები უწყობს ხელს. ექსპერტების შეფასებით, კუნძულის კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 671 ნაგავია – სულ 17 ტონა.