უკრაინაში რუსული სოციალური ქსელები დაიბლოკება

უკრაინაში რუსული სოციალური ქსელები დაიბლოკება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში მიიღო.
პოროშენკოს გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეებს წვდომა შეეზღუდებათ ისეთ საიტებზე როგორიცაა: „ВКонтакте“ და „Одноклассники“, ასევე ჰოლდინგ Mail.ru Group-ის საინფორმაციო პორტალი Yandex. გარდა ამისა, უკრაინის მოქალაქეებს შეეზღუდებათ წვდომა რუსული ინტერნეტკომპანია ABBYY-ის ელექტრონულ ლექსიკონზე.
მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გარეშე, უკრაინაში რეფორმების გატარება შეუძლებელია.
უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ასევე შეიზღუდება რუსული ტელეკომპანიების მაუწყებლობა, მათ შორისაა “ТНТ” და „НТВ Plus“-ი.
სანქციები დამატებით ათობით ფიზიკური პირის მიმართაც დაწესდა. დღესდღეობით, უკრაინულ მხარეს „შავ სიაში“ 1228 ადამიანი და 468 კომპანია ჰყავს შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები