კიბერთავდასხმის შედეგად, ჰაკერებმა Disney-ს ფილმი მოიპარეს

კიბერთავდასხმის შედეგად, ჰაკერებმა Disney-ს ფილმი მოიპარეს, გამოსასყიდის სახით კი რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, Disney-ს ახალი ფილმის ინტერნეტში განთავსებით იმუქრებიან.
კინოკომპანია Disney-ს პრესასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ჰაკერებისთვის თანხის გადახდას არ აპირებენ. ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუ რომელ ფილმზეა საუბარი, თუმცა დასავლურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ჰაკერებმა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მე-5 ნაწილი – „მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან“ გაიტაცეს. ფილმის პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში 25 მაისსაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები