საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის რეფორმირებისთვის უახლოეს მომავალში ე.წ. საგზაო რუკას შეიმუშავებენ

საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის რეფორმირებისთვის უახლოეს მომავალში ე.წ. საგზაო რუკას შეიმუშავებენ, რომელიც ევროზონის გაძლიერებასა და კრიზისის მიმართ მდგრადობაზე იქნება მიმართული.
ამის შესახებ ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადეს.
„საფრანგეთს გერმანიასთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები სურს, რომელიც მიმართული იქნება არამხოლოდ ორი ქვეყნის, არამედ მთელი ევროპის ზრდაზე“, -აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მერკელის განცხადებით, საუბარია არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების გამო მოსალოდნელი შედეგების დაძლევაზე, არამედ თანამეგობრობის მდგრადობაზე საგარეო რისკებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები