ჰილარი კლინტონი ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ახალი ორგანიზაცია – „წინ ერთად“ პოლიტიკოსობის მსურველი კანდიდატებისა და ქვეყანაში არსებული უფლებადამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
ჰილარი კლინტონის განცხადებით, დემოკრატიისთვის მოქალაქეთა ჩართულობა აუცილებელია და მისი ორგანიზაცია მხარს დაუჭერს არაკომერციულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც რასობრივი თანასწორობისა და სისხლის სამართლის რეფორმირებისთვის იბრძვიან, ასევე, ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ქალებს პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას ასწავლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები