NDI – გამოკითხულთა 29% ფიქრობს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. კერძოდ, გამოკითხულთა 29% ფიქრობს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება.
კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 4% ფიქრობს, რომ ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება. 31% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. NDI -ის გამოკითხულთა 18% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 13% ფიქრობს, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 4%-მა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის, UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები