მამუკა მდინარაძე თორდიას ცემის ფაქტზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს

ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ვნახოთ, სად მიდის გამოძიება, რა მიმართულებით მიდის, – ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნის კომენტირებისას განუცხადა.
მდინარაძის თქმით, შესაძლებელია საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგეს დღის წესრიგში, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია აუდიტის ხელმძღვანელზე.
”ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად მომხდარი არ იყო ამბავი, კომისიის შექმნას ითხოვდნენ. შესაძლებელია ეს საკითხიც დადგეს დღის წესრიგში, ამას ჩვენ ნამდვილად არ გავექცევით, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე.
ამაზე განცხადება გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ვნახოთ, სად მიდის გამოძიება, რა მიმართულებით მიდის, რამდენად იქნება ამომწურავი პასუხები გამოძიების მიერ გაცემული და ამის შემდეგ აუცილებლად ვიმსჯელებთ კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციის ნაწილი ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები