ესტონეთის თავდაცვის მინისტრის სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ტალინთან ახლოს ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მარგუს ცახკნას საცხოვრებელი სახლი დაიწვა, – ამის შესახებ ინფორმაციას “რია რუ” ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ცეცხლი, სავარაუდოდ, კედელზე გამაგრებულ საჰაერო გამათბობელს გაუჩნდა, რის შემდეგაც იგი სახლის კედელსა და სახურავს მოედო.
თავდაცვის მინისტრი და მისი ოჯახის წევრები ხანძრის შედეგად არ დაზარალებულან.