ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა – “ფრანგ ხალხს მომავლის წყურვილს დავუბრუნებთ”

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. თანამდებობის გადაბარების ცერემონია ელისეს სასახლეში გაიმართა. საფრანგეთის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა სასახლე უკვე დატოვა.
როგორც ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საკუთარ მანდატს საფრანგეთის საერთაშორისო პოზიციის აღდგენისთვის გამოიყენებს.
„საფრანგეთი წარმატებულია მაშინ, როდესაც ის ყვავის, საფრანგეთი იქნება მისაბაძი მთელი მსოფლიოსთვის, თუ სამაგალითო იქნება. ფრანგ ხალხს მომავლის წყურვილს და მათი წარმომავლობის გამო სიამაყეს დავუბრუნებთ“, – აღნიშნა ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასულ კვირას გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა მოიპოვა. მან დაამარცხა მეტოქე, ნაციონალისტი მარი ლე პენი და საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები