ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ გაურკვეველი წარმოშობის რეაქტიული ჭურვი გაუშვა, რომელიც სავარაუდოდ, მორიგი ბალისტიკური რაკეტაა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ახალმა რაკეტამ დაახლოებით 30 წუთი იფრინა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა. იაპონიამ ფაქტი გააპროტესტა, სამხრეთ კორეამ კი უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, ორივე ცდა მარცხით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები