ლიონის მუზეუმიდან გვირგვინი მოიპარეს, რომლის ღირებულებაც მილიონ აშშ დოლარზე მეტია

საფრანგეთის ქალაქ ლიონის რელიგიური ხელოვნების მუზეუმიდან მე-19 საუკუნის გვირგვინი მოიპარეს. გვირგვინის ღირებულება მილიონ აშშ დოლარზე მეტია.
როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი ღამის საათებში გაიტანეს შენობიდან.
მუზეუმის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გვირგვინი 1800 ძვირფასი თვლით იყო შემკული, თითოეული ძვირფასი ქვა თუ მარგალიტი, რომელიც გვირგვინზეა დამაგრებული, შარშან აღწერეს, რაც მათ მოძიებაში დაეხმარებათ.
წაღებულია კიდევ ორი ექსპონატი.
მუზეუმი დროებით დახურულია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები