ყურანის ცოდნაზე დაწესებული პრიზი – „ალ ქაიდა“ იემენში კალაშნიკოვს ათამაშებს

დაჯგუფება „ალ ქაიდამ“ იემენში კონკურსი გამოაცხადა, რომლის მთავარი პრიზი AK-47 – კალაშნიკოვის ავტომატი იქნება. ამის შესახებ, ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. მთავარი დავალება ყურანის ცოდნაა. ერთ-ერთ განცხადებაში, მონაწილეებს სთხოვენ, დაასახელონ იემენის კონსტიტუციის სამი მუხლი, რომელიც შარიათის კანონს ეწინააღმდეგება.
ქალაქ ტაიზში მცხოვრებთა განცხადებით, გათამაშების შესახებ, ტერორისტების მიერ კედელზე გაკრული პლაკატებიდან შეიტყეს.
რაც შეეხება, პრიზებს პირველ ადგილზე გასული მონაწილე ჩინური წარმოების კალაშნიკოვს AK-47-ს მიიღებს, მეორე ადგილზე გასულს მოტოციკლეტს ჰპირდებიან, ხოლო მესამეზე – ნოუთბუქს.
​ამჟამად, იემენში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ერთ მხარეს ჰოუსიტები – შიიტური მოძრაობა „ანსარ ალაჰია”, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ალი აბდალა სალეხის ერთგულნი რჩებიან. მათი მოწინააღმდეგეები აბდ რაბო მანსურა ჰადის სუნიტური კოალიციაა, რომელსაც მხარს საუდის არაბეთი უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები