ექიმები სუშის მოყვარულებს საფრთხის შესახებ აფრთხილებენ

სუშის მოყვარულებს, ექიმები უმ თევზში პარაზიტის შესაძლო არსებობის შესახებ აფრთხილებენ. როგორც “BBC” იუწყება, ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში ამის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. ექიმები წერენ, რომ სუშის პოპულარობასთან ერთად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები იზრდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ექიმებს 32 წლის მამაკაცის მაგალითი მოჰყავთ, რომელსაც ნაწლავში პარაზიტი მატლი აღმოუჩინეს. მას ერთი კვირის განმავლობაში, მუცლის ტკივილი, ღებინება და მაღალი ტემპერატურა აწუხებდა . ანალიზებმა კი აჩვენეს, რომ პაციენტს შესაძლოა, პარაზიტული ინფექცია ჰქონოდა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, მან სუში შეჭამა.
ექიმების ინფორმაციით, ეს იყო პარაზიტული დაავადება ანისაკიასისი, რომელსაც შეუძლია ადამიანის მუცელსა და ნაწლავებში შეაღწიოს. მუცლის ღრუს სპეციალური ვიდეოკამერით გამოკვლევისას კი აღმოჩნდა, რომ პაციენტს პარაზიტი მატლი ჰყავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მუცლის ღრუდან პარაზიტის ამოღებისთანავე, პაციენტს ტკივილები მოეხსნა. ექიმების თქმით, მსგავსი დაავადება ძირითადად, იაპონიაში ფიქსირდება. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, არსებობს რისკი, რომ ატლანტის ოკეანის ორაგული და ზღვის კალმახი მსგავსი პარაზიტული ინფექციით იყოს დაავადებული.
სპეციალისტები მომხმარებელს ურჩევენ, რომ თევზი ნაწლავებისგან გაასუფთავონ, სულ მცირე, 4 საათი გაყინონ და კერძი შემდეგ მოამზადონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები