ნატოს 28 წევრმა ქვეყანამ მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა

​ნატოს 28 წევრმა ქვეყანამ მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ განცხადება მონტენეგროს მთავრობის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
„ნატოში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი რატიფიცირებულია! მადლობა მოკავშირეებსა და პარტნიორებს!“ – ნათქვამია განცხადებაში.
მონტენეგრომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ნატოს 2009 წლის სამიტის დროს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები