პრეზიდენტი ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს და აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის წარმატებად აფასებს.
„ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელად საქართველოს კანდიდატის არჩევა უდავოდ, ქვეყნის წარმატებაცაა, აღიარებაა ჩვენი მისწრაფებისა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ზურაბს ახალი, უმნიშვნელოვანესი მისიის განხორციელებისას“,- აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები