რუსულმა გამანადგურებელმა ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავს მარშრუტის შეცვლა აიძულა

რუსულმა გამანადგურებელმა Су-30-მა 9 მაისს, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი P8A “პოსეიდონი” გარკვეული მანევრის შესრულებით, აიძულა მარშრუტი შეეცვალა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი გამანადგურებლის ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავთან მიახლოებას „მისალმების მანევრი“ უწოდა. მანევრის შესრულების შემდეგ, ამერიკულმა თვითმფრინავმა მარშრუტი შეიცვალა და რუსეთის საზღვრების მიმართულებით ფრენა შეაჩერა.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ფაქტი 9 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში მოხდა. მსგავსი შემთხვევები ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირებულა. ბოლო ინციდენტი კი 4 მაისს მოხდა, როდესაც აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა ორი რუსული ბომბდამშენი და ორი გამანადგურებელი ალასკის შტატის მახლობლად შეაჩერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები