რომის ცენტრში აფეთქება მოხდა

რომის ცენტრში, ფოსტის შენობის წინ, აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ერთი მანქანა.
რომის პროკურატურის ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო კვალი ანარქისტულ ძალებზე გადის.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აფეთქების მიზეზებს ადგილზე მყოფი ექსპერტები არკვევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები