თურქეთის პოლიციამ ოპოციზიციური ვებგვერდის რედაქტორი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ოპოზიციურ გაზეთ Cumhuriyet-ის საიტის რედაქტორი ოგიუზ გიუვენი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„მე მაკავებენ“ – დაწერა ოგიუზ გიუვენმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავების მიზეზი, გუშინ გაზეთის საიტზე დენიზლის პროვინციის პროკურორის მუსტაფა ალპერის შესახებ კრიტიკული სტატიის გამოქვეყნება გახდა.
​ალპერი ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. პროკურორი აქტიურად იყო ჩართული 2016 წლის 15-16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებაში და თავის დროს სანქცია გასცა ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერების დაკავებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები