სტამბოლში გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი საფონდო ბირჟის 57 თანამშრომელი დააკავეს

სტამბოლის პოლიციამ დღეს საფონდო ბირჟის თანამშრომლების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარა, რის შემდეგაც 57 ადამიანი დააკავეს. ისინი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.
გამომძიებლების თქმით, აღნიშნული პირები მიმოწერისთვის სპეციალურ პროგრამა-მესინჯერს – Bylock-ს იყენებდნენ, რომლითაც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის მხარდამჭერები და 2016 წლის 15 ივლისის პუტჩის მონაწილეები სარგებლობდნენ. დაკავებულებს ასევე, ბრალი ედებათ Bank Asya-სთან ფინანსურ მაქინაციებში, რომელიც მანამდე გიულენის სტრუქტურებს ეკუთვნოდა.
სპეცოპერაცია კვლავ გრძელდება და გამორიცხული არაა, დაკავებულების რაოდენობა გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები