„ისრაელსა და “ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირება შესაძლოა, უკვე ისრაელის ტერიტორიაზე გაიმართოს“

“ისრაელსა და შიიტურ დაჯგუფება “ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირება შესაძლოა, უკვე ისრაელის ტერიტორიაზე გაიმართოს”, – ამის შესახებ დაჯგუფების ლიდერმა, ჰასან ნასრალამ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა.
როგორც დაჯგუფების ლიდერმა აღნიშნა, ისრაელს კონფრონტაციის ეშინია, რადგან რაკეტები ნებისმიერ ადგილას მიაღწევენ. ლიბანური სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, სირია, ირანი, რუსეთი და სხვა მოკავშირეები, სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით, ისტორიულად ყველაზე ჰარმონიულ დამოკიდებულებაში არიან.
სირიის ტერიტორიაზე ისრაელმა “ჰეზბოლას” სამიზნეები არაერთხელ დაბომბა. ლიბანური ორგანიზაცია “ჰეზბოლა” სირიის ხელისუფლების გვერდით ამბოხებულ ჯგუფებსა და სუნიტურ სამხედრო შენაერთებს ებრძვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები