ტრაგედია ინდურ ქორწილში – დაიღუპა 20 და დაშავდა ათობით ადამიანი

ინდოეთში ქორწილის დროს კედელი ჩამოინგრა. მომხდარს 20 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, ნგრევის შედეგად დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.
დაშავებულია 30-მდე ადამიანი.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, რაჯისტანის შტატში, ერთ–ერთი ქორწილის დროს, ქვიშიანი ქარბუქი ამოვარდა და ქორწილის სტუმრებმა ფარდულს შეაფარეს თავი, რომელიც 4 მეტრის სიმაღლის კედელთან მდებარეობდა. ძლიერმა ქარმა კედელი წააქცია და მექორწილეები ქვეშ მოიყოლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები