საფრანგეთის მთავრობა გადადგა

საფრანგეთში მთავრობა გადადგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პრემიერ ბერნარ კაზნევისა და მისი კაბინეტის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება დააკმაყოფილა.
„საკონსტიტუციო საბჭომ უკვე გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები. რესპუბლიკის ტრადიციის შესაბამისად, მაქვს პატივი, გაცნობოთ ჩემი და ჩემი კაბინეტის გადადგომის შესახებ“, – ნათქვამია კაზნევის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 14 მაისს ოფიციალურად დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები