დონალდ ტრამპი სერგეი ლავროვს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში, თეთრ სახლში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა. არც პრეზიდენტს, არც საგარეო საქმეთა მინისტრს მისი დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მანამდე კი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შეხვდა.
ლავროვმა და ტილერსონმა სირიის, უკრაინის და ჩრდილოეთ კორეის საკითხები განიხილავენ. ტილერსონის განცხადებით. ეს “აპრილში მოსკოვში დაწყებული დიალოგის გაგრძელებაა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები