„უნიანი“ – უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ხელმოწერის ცერემონია 17 მაისს უნდა გაიმართოს

უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ხელმოწერის ცერემონია 17 მაისს ევროპარლამენტში უნდა გაიმართოს. ამის შესახებ სააგენტო “უნიანს“ ევროპარლამენტიდან აცნობეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებისთვის ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას ევროპულმა საბჭომ მხარი 11 მაისს უნდა დაუჭიროს.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდება და ამის შემდეგ 20 დღეში ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები