ვაშინგტონში ტილერსონის და ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ლავროვი და ტილერსონი სირიის, უკრაინის და ჩრდილოეთ კორეის საკითხებს განიხილავენ. ტილერსონის განცხადებით. ეს “აპრილში მოსკოვში დაწყებული დიალოგის გაგრძელებაა“.
დღესვე ლავროვი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უნდა შეხვდეს. პრეზიდენტთან შეხვედრას მედია არ დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები