Alphabet, Amazon, Apple, Facebook და Microsoft მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიებია

გამოცემა The Economist-ის ინფორმაციით, შემოსავლის მიხედვით ინტერნეტკომპანიებმა ნავთობის მომპოვებელ კომპანიებსაც კი გაასწრეს. გამოცემის ცნობით, შემოსავლის მიხედვით პირველ ხუთეულში კომპანიები Alphabet, Amazon, Apple, Facebook და Microsoft მოხვდნენ.
ამ კომპანიების სუფთა შემოსავალმა 2017 წლის პირველ კვარტალში 25 მილიარდი დოლარი შეადგინა. ასე, მაგალითად, აშშ-ის მოქალაქე ინტერნეტში დახარჯულ ყოველ მეორე დოლარს Amazon-ში ხარჯავს.
Google-სა და Facebook-ზე კი აშშ-ის პრაქტიკულად მთელი ონლაინ რეკლამა მოდის.
The Economist-ი ასევე წერს, რომ ექსპერტების შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ინტერნეტკომპანიები უამრავ პერსონალურ ინფორმაციას ფლობენ. აქედან გამომდინარე, შეიქმნა უზარმაზარი ძალაუფლების და ფინანსების მქონე მონოპოლისტები.
თუმცა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და შესაბამისი სტრუქტურები 21-ე საუკუნის გამოწვევებთან კარგად მომზადებულები არ აღმოჩნდნენ, თუ ნავთობის გიგანტების გაყოფა მე-20 საუკუნეში უფრო მცირე ფირმებად მოხდა, ინტერნეტკომპანიებთან დაკავშირებით ამის განხორციელება გაცილებით უფრო რთული იქნება.
ინფორმაცია, რომელსაც ინტერნეტკომპანიები ფლობენ, „ელექტრონული ეპოქის ნავთობს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები