სომხეთში სამხედრო მოსამსახურემ შემთხვევით სხვა ჯარისკაცი მოკლა

სომხეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში უმცროსმა სერჟანტმა თანამებრძოლი მოკლა. დაღუპულის სახელია გაგიკ მასროპიანი, მან ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, გასროლა იარაღის მოხმარების წესების დარღვევის გამო მოხდა. მეორე სამხედროს ვინაობას სომხეთის თავდაცვის უწყება არ ასახელებს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით“. გამოძიებას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები