კრასნოიარსკში ტრამვაი დაიწვა (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში ტრამვაის ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად ის მთლიანად დაიწვა. ხანძრის დროს სალონში 10 მგზავრი იმყოფებოდა.
ცეცხლი ძალზე სწრაფად გავრცელდა, თუმცა მგზავრებმა ტრამვაიდან გადმოსვლა მოასწრეს. დაშავებულია 40 წლის ქალი, რომელიც ტრამვაის მართავდა. მან სხეულის დამწვრობა მიიღო.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი დენის გაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები