ფილიპინებზე „აბუ საიაფის“ 7 ტერორისტი ხელისუფლებას ჩაბარდა

ფილიპინებზე დაჯგუფება „აბუ საიაფის“ 7 ტერორისტი საკუთარი ნებით სამთავრობო ძალებს ჩაბარდა. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, იმ ტერორისტთა რაოდენობა, რომლებიც ხელისუფლებას ჩაბარდნენ, 47-მდე გაიზარდა.
„აბუ საიაფი“ ფილიპინებზე მოქმედი ისლამისტური დაჯგუფებაა. ის ხშირად იტაცებს ადამიანებს და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვს. რამდენიმე მძევალი დაჯგუფებამ სიკვდილით დასაჯა.
ფილიპინების ხელისუფლება დაჯგუფების წინააღმდეგ ამჟამად ფართომასშტაბიან სპეცოპერაციას ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები