პაკისტანში ოთხი „ბოევიკი“ სიკვდილით დასაჯეს

პაკისტანში ოთხი „ბოევიკი“, რომლებიც სამხედრო სასამართლომ ტერორისტული საქმიანობისთვის დამნაშავედ ცნო, სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ეს პირები სასამართლომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში, მეჩეთების და სამხედროების აფეთქებებში, ასევე, სხვა სახის ტერორისტულ საქმიანობაში დამნაშავეებად ცნო.
სიკვდილით დასჯილები დაჯგუფება „თალიბანის“ პაკისტანის ქვედანაყოფების წევრები იყვნენ.
პაკისტანში სამხედრო სასამართლო 2014 წლის შემდეგ შეიქმნა, როდესაც პეშავარში სკოლაზე თავდასხმას 140 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ხნის განმავლობაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 30 „ბოევიკი“ სიკვდილით დასაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები