ერდოღანი ტერეზა მეის ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ტელეფონით ისაუბრეს.
საუბარი შეეხო სირიის კონფლიქტს, კვიპროსის სამშვიდობო პროცესს, ასევე, ორმხრივ ურთიერთობებს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
პრეზიდენტმა და პრემიერმა ხაზი გაუსვეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მეიმ ხაზი გაუსვა თურქეთის როლს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.
ერდოღანი და მეი ნატოს სამიტზეც შეხვდებიან ერთმანეთს, რომელიც მაისში ბრიუსელში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები