ტრამპმა პენტაგონს სირიელი ქურთების შეიარაღება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავდაცვის სამინისტროს სირიელი ქურთებისთვის იარაღის მიწოდება დაავალა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, დანა უაიტმა განაცხადა.
გაზეთ “The New York Times”-ის ინფორმაციით, ქურთები აქტიურად მონაწილეობენ „ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში და „ბოევიკებისგან” ქალაქ რაქის გათავისუფლებაში.
ქურთების შეიარაღების პროგრამა თურქეთის უკმაყოფილებას იწვევს. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიელი ქურთები „ქურთთა მუშათა პარტიასთან“ არიან დაკავშირებული, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
მაისის შუა რიცხვებში თურქეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება. დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე სირიის საკითხი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი უმთავრესი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები