ლონდონის ცენტრში 27 აპრილს დაკავებულ პირს ტერორიზმში ადანაშაულებენ

ლონდონის ცენტრში 27 აპრილს დაკავებულ პირს, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, ბრალი ტერორიზმში და ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებაში წაუყენეს.
დაკავებულის სახელია ჰალიდ მუჰამედ ომარ ალი, ის 27 წლისაა. ომარ ალი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. მან რამდენიმე წელი ავღანეთში გაატარა, თუმცა უცნობია, თუ რა საქმიანობით იყო იქ დაკავებული ეს პირი.
ჰალიდ მუჰამედ ალი ლონდონის ცენტრში, პარლამენტის მოედანზე დააკავეს. დაკავების ოპერაცია პოლიციის ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფმა ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები