დღეს დონალდ ტრამპი სერგეი ლავროვს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. მედიის წარმომადგენლები შეხვედრას არ დაესწრებიან.
ეს დონალდ ტრამპსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელს შორის პირველი შეხვედრა იქნება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ.
გასულ კვირას, ტრამპი ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, „ეს კარგი საუბარი იყო“.
10 მაისს ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს შეხვდება. შეხვედრაზე უკრაინის და სირიის საკითხები იქნება განხილული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები