მექსიკაში პოლიციელებზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა მექსიკაში პოლიციის პატრულზე თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
თავდასხმა ქალაქ რეინოსაში მოხდა. პოლიციელებს ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნეს. სამი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
რამდენიმე დღის წინ, რეინოსაში, დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები