მექსიკაში პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა – დაღუპულია 14 ადამიანი

მექსიკის ცენტრალურ ნაწილში, პუბლას შტატში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა.
დაღუპულთა შორის 5 ბავშვია. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი გაშვებული რაკეტა საწყობში მოხვდა და აფეთქება სწორედ ამან გამოიწვია. ფეიერვერკებს ერთ-ერთი წმინდანის პატივსაცემად დღესასწაულის აღსანიშნავად ამზადებდნენ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში მექსიკაში ფეიერვერკების ბაზრობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 32 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები