ავსტრალიის პარლამენტში დეპუტატმა ჩვილი სხდომაზე ძუძუთი გამოკვება

ავსტრალიის პარლამენტის სენატორმა, ლარისა უოტერსმა პარლამენტის სხდომაზე ბავშვი ძუძუთი გამოკვება. ის პირველი ქალია ავსტრალიის ისტორიაში, ვინც ბავშვს ძუძუ პირდაპირ სხდომაზე მოაწოვა.
ლარისა უოტერსი „მწვანეთა პარტიის“ წევრია. მას ორი თვის შვილი ჰყავს.
ავსტრალიის პარლამენტი თავის წევრებს ძუძუთი გამოკვების უფლებას აძლევს. შესაბამისი ცვლილებები კანონში გასულ წელ მიიღეს. აქამდე, ამ უფლებით არავის უსარგებლია.
მანამდე, პარლამენტში ჩვილის ძუძუთი გამოკვება აკრძალული იყო. ქალი, ვისაც ბავშვის გამოკვება სჭირდებოდა, სხდომათა დარბაზიდან გადიოდა და მის ნაცვლად ხმას სპეციალური მინდობილობით აძლევდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები