სამხრეთ კორეაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს

სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი გახდა. ამ თანამდებობაზე 64 წლის მუნ ჩჟე ინი აირჩიეს. მან ამომრჩეველთა ხმების 41 % მიიღო.
მუნ ჩჟე ინი უკვე ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას. ცერემონიის დროს, მან განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების მოგვარებას შეეცდება და ფხენიანში ჩასვლასაც კი გეგმავს, როდესაც ამისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება.
სამხრეთ კორეაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის დეკემბერში პარლამენტმა წინა პრეზიდენტს, პაკ კინ ხეს იმპიჩმენტი გამოუცხადა. შემდეგ ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა.
იმპიჩმენტს წინ უძღოდა სკანდალი, რომელშიც პრეზიდენტის მეგობარი ჩხვე სუნ სილი ფიგურირებდა. ის სახელმწიფო საქმეებში ერეოდა და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებს თანხებს სძალავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები