ტრამპმა FBI-ის დირექტორი თანამდებობიდან გადააყენა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპომა გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღებისას ტრამპი გენერალური პროკურორის რეკომენდაციებს დაეყრდნო.
“FBI ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პატივსაცემი ორგანიზაციაა და დღევანდელი დღე მისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, კომი ხელმძღვანელობდა FBI-ის გამოძიებას რუსეთთან ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრთა კავშირის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები