ნავალნის სახეში ბრილიანტის მწვანეს შესხმის შემდეგ თვალზე ოპერაცია დასჭირდა

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის, სახეში ბრილიანტის მწვანეს შესხმის შემდეგ თვალზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ნავალნის ოპერაცია ბარსელონაში ჩაუტარეს, მას თვალის რქოვანა გამოუცვალეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ნავალნი წერს, რომ მარჯვენა თვალზე მხედველობის აღდგენას რამდენიმე თვე დასჭირდება.
ნავალნის სახეში ბრილიანტის მწვანე 27 აპრილს შეასხეს. ეს საარჩევნო კამპანიის დროს მეორედ მოხდა. როგორც ექიმები ვარაუდობენ, ბრილიანტის მწვანეში, სავარაუდოდ, სხვა ნივთიერებაც იყო არეული, რომელმაც თვალის დამწვრობა გამოიწვია.
ნავალნიზე თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს. თავდასხმის შემდეგ რუსეთის ფედერალურმა მიგრაციულმა სამსახურმა ნავალნის საზღვარგარეთის პასპორტი დაუბრუნა, რის შედეგად მან საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები