რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერში ავიაშოუს ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც არ ჩატარებულა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე მოსკოვში წითელ მოედანზე თვითმფრინავების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც თითქოსდა ავიაშოუში მონაწილეობდნენ. სინამდვილეში, ავიაციას წელს ცუდი ამინდის გამო, აღლუმში მონაწილეობა არ მიუღია.
ფოტო 9 მაისს 12.02 სთ-ზე გამოქვეყნდა. მას ეწერა: „რომბის ფორმის ავიაციური შენაერთების გადაფრენა წითელი მოედნის თავზე გამარჯვების დღის აღლუმის დროს“.
დაახლოებით ორ საათში ფოტო ტვიტერიდან წაშალეს. წელს ავიაცია აღლუმში არ მონაწილეობდა. ის წითელი მოედნის თავზე მხოლოდ აღლუმის რეპეტიციების დროს დაფრინავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები