უკრაინაში აქციების დროს 45 ადამიანი დააკავეს (ვიდეო)

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ აქციებზე უკრაინაში, საერთო ჯამში, 45 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო “უნიანს“ უკრაინის შს სამინისტროში აცნობეს. როგორც სააგენტოს შს მინისტრის მოადგილემ, სერგეი იაროვოიმ განუცხადა, კიევში ხულიგნობისთვის 25 პირია დაკავებული, აქციის მონაწილეთა შორის  სერიოზულად არავინ დაშავებულა.
მისივე ინფორმაციით, სხეულის დაზიანება პოლიციის 8 თანამშრომელმა მიიღო. სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს შორის აქციებზე რამდენიმე შეტაკება მოხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები