მერკელი გერმანიის ტერიტორიაზე თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის აგიტაციას აკრძალავს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიის ტერიტორიაზე თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის აგიტაცია აიკრძალება. ამის შესახებ გერმანული რადიოსადგური WDR 5 იუწყება.
რამდენიმე დღის წინ, გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, რომ თუ თურქეთი სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გადაწყვეტს, გერმანიის ტერიტორიაზე თურქულ დიასპორაში მისი ჩატარება აკრძალული იქნება.
კანცლერმა აღნიშნა, რომ თურქეთის ხელისუფლებისგან ამ საკითხზე ოფიციალური განაცხადა არ შესულა, მაგრამ ასეთი განაცხადის შემთხვევაში, ანკარა უარს მიიღებს.
„არსებობს საკითხები, რომლებსაც ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ. ეს ეხება სიკვდილით დასჯასაც. გერმანიის მიწაზე მსგავსი საკითხების განხილვა არ მოხდება“, – განაცხადა მერკელმა.
აპრილში თურქეთში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგადაც პრეზიდენტმა დამატებითი უფლებები მოიპოვა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზეც რეფერენდუმს დანიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები