სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

A woman casts her vote at a polling station during the presidential elections in Seoul, South Korea May 9, 2017. REUTERS/Kim Hongji - RTS15QOW

სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში 13 კანდიდატი მონაწილეობს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
კვლევების მიხედვით, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს, მუნ ჩჟე ფხეს აქვს. მას მხარს უჭერს ამომრჩეველთა დაახლოებით 42%.  „სახალხო პარტიის“ და „თავისუფალი კორეის“ საპრეზიდენტო კანდიდატებს მხარს უჭერს დაახლოებით 18%.
სამხრეთ კორეაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის დეკემბერში პარლამენტმა წინა პრეზიდენტს, პაკ კინ ხეს იმპიჩმენტი გამოუცხადა. შემდეგ ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა.
იმპიჩმენტს წინ უძღოდა სკანდალი, რომელშიც პრეზიდენტის მეგობარი ჩხვე სუნ სილი ფიგურირებდა. ის სახელმწიფო საქმეებში ერეოდა და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებს თანხებს სძალავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები