აშშ-მა, შესაძლოა, ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი გაზარდოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი გაზარდოს. ასევე, ავღანეთში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილების გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ გამოცემა “The Washington Post”-ი იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ავღანეთში დღეს არსებულ 8,4 ათას ამერიკელ სამხედროს კიდევ 3 ათასი უნდა დაემატოს. ასევე, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ მოძრაობა „თალიბანის“ წინააღმდეგ ავიაციის გამოყენებას უფრო აქტიურად უნდა შეძლოს.
ახალი გეგმა ტრამპის მრჩეველებმა შეიმუშავეს. პრეზიდენტს ის ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია. ეს, სავარაუდოდ, ნატოს ბრიუსელის სამიტისთვის მოხდება, რომელიც 25 მაისს უნდა ჩატარდეს. სამხედროების რაოდენობის გაზრდა ავღანეთში ხარჯების გაზრდასაც ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, აშშ ავღანეთის სამხედრო კამპანიაზე წელიწადში 23 მილიარდ დოლარს ხარჯავს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი სტრატეგიის ავტორია ტრამპის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერი.  თუმცა თეთრ სახლში სხვა მოსაზრებაც არსებობს, რომლის მომხრეები აშშ-ის ხელისუფლებას „თალიბანთან“ მოლაპარაკების პროცესის აქტივიზაციაზე მეტი ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები