ტრამპმა იემენის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გააგრძელა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იემენის მთავრობის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გააგრძელა. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.
ტრამპის ბრძანებულებაში წერია, რომ იემენის ხელისუფლების ზოგიერთი წევრის მოქმედებები დღესაც საფრთხეს უქმნის აშშ-ის სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ასევე, შეუძლებელს ხდის იემენში სამშვიდობო პროცესის დაწყებას. ამიტომ სანქციები ერთი წლით გრძელდება.
იემენში 2014 წლიდან სამოქალაქო ომი მძვინვარებს. გაერო ამ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას ჰუმანიტარული კატასტროფის შეფასებას აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები