ჯაკარტის გუბერნატორს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის გუბერნატორს სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ბასუკი ტჟაჰაჯა პურნამას პატიმრობა მუსლიმანების გრძნობების შეურაცხყოფისთვის მიუსაჯეს.
პურნამამ მკრეხელობის აქტი ჩაიდინა. მას, კანონის მიხედვით, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა“, – განაცხადა მთავარმა მოსამართლემ, ბუდი სანტიატრომ.
პურნამა ეთნიკური ჩინელი და ქრისტიანია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მისი გამონათქვამები მუსლიმანებმა მკრეხელობად შეაფასეს.
პურნამა ჯაკარტის გუბერნატორი 2014 წელს გახდა. ის პირველი არამუსლიმანი გუბერნატორი და ამ თანამდებობაზე ეთნიკური უმცირესობის პირველი წარმომადგენელი გახდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები