პარიზის სარკინიგზო სადგურში ევაკუაცია გამოცხადდა და სპეცოპერაცია ჩატარდა

პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სარკინიგზო სადგურში პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
პოლიციამ ერთ-ერთ მატარებელში, რომელიც სადგურში შემოვიდა, ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. მატარებლიდან 200-მდე მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა.
გადაკეტილი იყო სარკინიგზო სადგურის და მეტროს შესასვლელებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები