მისისიპის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სამარხი აღმოაჩინეს

აშშ-ის მისისიპის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სამარხი აღმოაჩინეს, სადაც, სულ მცირე, 7 ათასი ადამიანი 8 ჰექტარის ფართობზეა დაკრძალული. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
XIX – XX საუკუნეებში ამ ადგილას ფსიქიატრიული კლინიკა მდებარეობდა და გარდაცვლილ პაციენტებს იქვე კრძალავდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცხედრების ექსჰუმაციას და მათ გადასვენებას 21 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდება.
უნივერსიტეტის მეცნიერებმა კონსორციუმი შექმნეს, რომელიც ცხედრების შესწავლით არის დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები